მსახიობების წყვილი, ანი ბებია და ილო ბეროშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და გამომწერებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ. ცოტა ხნის წინ კი ანიმ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და განაცხადა, რომ ის და ილო მეორე შვილს ელოდებიან.
ამჯერად მეუღლის შესახებ თავად ილომ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი ადამიანია ერთი ბიზნესმენი. მის სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი. ერთხელ მეუღლის შესახებ ვკითხე და აღნიშნა, რომ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ბევრი რამ მაქვს კიდევ მისაღწევი, მაგრამ რომ არა ანი, ემოციურადაც, პრაქტიკულადაც ძალიან გამიჭირდებოდა. ძალის მომცემია და მავსებს. როცა ანი ცალკე იყო და მე – ცალკე, ისე ვერ ვიყავით… როცა ოჯახი ერთად ვართ და ვერთიანდებით, ვგრძნობთ, რომ სულ სხვაა.
მეოთხე შვილს ველოდები… ის კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს, ჯერისთან ერთად. როგორი გამოწვევებიც უნდა იყოს ჩემს ცხოვრებასა თუ საქმიანობაში, ყველგან აკუმულატორი არის ჩემი ოჯახი – ის მაძლევს ძალას, გავუმკლავდე პრობლემებს, თავი შევიკავო, როცა ეს საჭიროა და ბოლომდე ვიბრძოლო…“ - ამბობს ბეროშვილი.
