კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფული და დიდება სულაც არ არის ბედნიერების გარანტი. 7 სექტემბერს Daily Mail-მა კარა დელევინის ფოტოები გამოაქვეყნა - მოდელის ამ სურათებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია კარას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აჩეჩილი თმა, მაისური ბრიტნი სპირსის გამოსახულებით (სიმბოლურად), სპორტული შარვალი ზოლებით, ყვითელი წინდები, - ამ ფორმით კარა ამერიკის ქუჩებში დასეირნობდა.

გოგონამ ფრენაზე ორი საათით დააგვიანა. შემდეგ გაფრენა პირადი თვითმფრინავით სცადა, თუმცა საბოლოოდ მომდევნო რეისისთვის დალოდება მოუწია. აეროპორტის პერსონალი ამბობს, რომ დელევინი ძალიან არაადეკვატურად მოძრაობდა, ვერ ჩერდებოდა და სიარულს ვერ ახერხებდა. ეწეოდა და ტელეფონი რამდენიმეჯერ გაუვარდა ხელიდან.
ერთ დროს კარა დელევინმა მოდის სფეროში საკუთარი ისტორია ჩაწერა. კარას სტილი და სიარული პოდიუმისთვის აუცილებელი შტრიხი გახდა, მასზე მოთხოვნა არ წყდებოდა და ჩვენებაზე ქასთინგის გავლის გარეშე თავად „ვიქტორია სექრეთი“ იწვევდა, თუმცა მაშინ დელევინმა ბრენდს საჯაროდ განუცხადა უარი.
ცოტახნის შემდეგ კი კარას ვარსკვლავი ჩაქრა. მოდელმა ჯერ მსახიობობაში მოსინჯა ბედი, მისი ერთ-ერთი წარმატებული ფილმი იყო „ქაღალდის ქალაქები“, შემდეგ კი „თვითმკვლელთა რაზმში“ მარგო რობისთან ერთად გამოჩნდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას არც მსახიობობა სურდა, სულ მალე ეკრანებიდან სრულიად გაქრა და ამჟამად მას ხშირად ხედავენ არაფხიზელ მდგომარეობაში.
