სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.
ამჯერად სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უსაყვარლესი პატარა სამზარეულოში ფუსფუსებს და პიცას აცხობს. ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.