უმშვენიერესი მოდელი და ტელესახე ლიკუნა ქორქია საკუთარ "ინსტაგრამზე" პორტუგალიაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ლიკუნა სანაპიროზე ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებს. მისმა ფოტოებმა გამომწერებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა: „საოცარი გოგო“, „ყველანაირად ლამაზი“, „სილამაზეს ასხივებ“ - წერენ კომენტარებში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქია დაქორწინა. მისი რჩეული კი კომპანიის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია. „დიახ, მე და მიხეილ ხიდურელმა ვიქორწინეთ. არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლი გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - თქვა ლიკუნა ქორქიამ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.