„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
თამთა შედანია ცოტა ხნის წინ რატი რატიანზე დაინიშნა. ახლა კი წყვილმა ქორწილი გადაიხადა და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.