ქალს ტელეფონის გადასახადის სახით 11 კვადრილიონი ევრო მიუვიდა - Marao

ქალს ტელეფონის გადასახადის სახით 11 კვადრილიონი ევრო მიუვიდა

2012-11-02 14:19:57+04:00

ფრანგ ქალს სან-ხოსეს კომპანია Bouygues Telecom-მა სატელეფონო დავალიანების - 11 კვადრილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სან-ხოსემ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოისურვა. Bouygues Telecom-იდან მას აცნობეს, რომ ხელშეკრულება მხოლოდ არსებული დავალიანების დაფარვის შემდეგ შეწყდებოდა.

გადასახადის "ზუსტი" ოდენობა სან-ხოსეს ფოსტით გაუგზავნეს. ქალი გაოგნდა, როდესაც თანხას დახედა. კომპანია მას 11 721 000 000 000 000 ევროს, იგივე 15 კვადრილიონ დოლარს ედავებოდა. "იმდენი ნული ეწერა, რომ წესიერად ვერც კი გავარკვიე, რა რიცხვი იყო", - განაცხადა სან-ხოსემ.

Bouygues Telecom-ის სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან გასაჩივრების შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა სან-ხოსეს განუცხადეს, რომ შეცდომა არ იყო და მისი დავალიანება საკრედიტო ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრებოდა.

სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებს არც ის ფაქტი გაჰკვირვებიათ, რომ ერთი აბონენტის სატელეფონო დავალიანება 600-ჯერ აღემატებოდა საფრანგეთის 2011 წლის ბიუჯეტს.

სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, რაც სან-ხოსე Bouygues Telecom-ის ხელმძღვანელობას გაესაუბრა. მათ დაადგინეს, რომ აბონენტის დავალიანება მხოლოდ 117 21 ევრო იყო.

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)