„დავაკაკუნე სახლში და ვთქვი, გაიცანით, მარინა დღეიდან აქ იცხოვრებს-მეთქი… პირველი წელი რთული იყო“ - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ოჯახური ცხოვრების შესახებ - Marao

„დავაკაკუნე სახლში და ვთქვი, გაიცანით, მარინა დღეიდან აქ იცხოვრებს-მეთქი… პირველი წელი რთული იყო“ - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ოჯახური ცხოვრების შესახებ

2022-09-28 11:02:59+04:00

მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი და მისი მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ და ახლა ორ შვილს ზრდიან. მათ საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ გადაცემა „დღის პოსტში“ ისაუბრეს:

„…მარინა უკრაინიდან ჩამოვიდა. რამდენიმე კვირა სასტუმროში ვიყავით და მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ იყო განკუთვნილი იმ სასტუმროსთვის. წამოვიყვანე სახლში. ჩემებმა იცოდნენ მარინას შესახებ, მაგრამ არ იცნობდნენ პირადად. მახსოვს, ოთხი იანვარი იყო თუ ხუთი, როდესაც დავაკაკუნე სახლში და ვთქვი, გაიცანით, მარინა დღეიდან აქ იცხოვრებს-მეთქი… ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე მოხდა და ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი…“

„პირველი წელი რთული იყო – შეგუების. თავიდან ურთიერთობა უნდა იწყებოდეს ერთი 20 წლის გამოცდილებით“ - აღნიშნა გიგი დედალამაზიშვილმა.