„პატარა მომენტები - დიდი ემოციები“ - ულამაზესი კადრები ჟურნალისტი თათია წოწონავას ქორწილიდან - Marao

„პატარა მომენტები - დიდი ემოციები“ - ულამაზესი კადრები ჟურნალისტი თათია წოწონავას ქორწილიდან

2022-09-29 11:11:02+04:00


„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ იქორწინა. მისი რჩეული გიორგი თარგამაძეა. წყვილმა ულამაზესი კადრები ჯვრისწერიდან უკვე გამოაქვეყნა. „პატარა მომენტები, დიდი ემოციები“ - წერს თათია ფეისბუკზე.

საქორწინო ფოტოსესიამ დიდი მოწონება დაიმსახურა: „ძალიან ლამაზი პატარძალი“, „ელეგანტური წყვილი“, „დიდ ბედნიერებას გისურვებთ“ - წერენ კომენტარებში.