„მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე, დროებითი პაუზა მაქვს და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით“- რას წერს გვანცა დარასელია - Marao

„მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე, დროებითი პაუზა მაქვს და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით“- რას წერს გვანცა დარასელია

2022-09-30 11:21:04+04:00


ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და განმარტავს, რატომ აღარ ჩანს ტელეეკრანებზე:

„ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები. მიყვარხართ” - წერს გვანცა დარასელია