ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღისთვის წყვილები განსაკუთრებულად ემზადებიან. დიდია საზოგადოების ყურადღება, როდესაც ცნობილი ადამიანი ქორწინდება. როგორი კაბით იქნება პატარძალი, ვინ იქნებიან წყვილის მეჯვარეები - ეს ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველების იშვიათ საქორწინო ფოტოებს:
ნუნუკა თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
![](/media/images/stories/ghariba.jpg)
ისინი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად ითვლებიან. პრემიერმა ბავშვობის სიყვარულზე ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე იქორწინა და დღეს ოთხ შვილს: სამ ვაჟს და ერთ გოგონას ზრდიან.
ირაკლი კობახიძე და ნატალია მოწონელიძე
![](/media/images/stories/kobakhidze.jpg)
უმრავლესობის ლიდერმა საყვარელ ქალზე 2010 წელს იქორწინა. ირაკლი კობახიძეს საჯარო ცხოვრების დაწყებიდან დღემდე არასოდეს უსაუბრია პირად ცხოვრებაზე. მეუღლესთან ერთად საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, თუმცა საჯარო ღონისძიებებზე ხშირად თან ახლავს ორი ვაჟი, რომლებიც ამ ქორწინებიდან ჰყავს.
ბაია პატარაია და დავით კაპანაძე
![](/media/images/stories/pataraia.jpg)
უფლებადამცველი ბაია პატარაია 2004 წლიდან იურისტ დავით კაპანაძეზეა დაქორწინებული. წყვილი ერთ საერთო შვილს, ვაჟს ზრდის. ბაია პატარაიას ტრადიციული ქორწილი ჰქონდა...
დაათვალიერეთ ფოტოები