როგორ გავხდეთ შავი ჩაისა და ლურჯი მოცვის დახმარებით - Marao

როგორ გავხდეთ შავი ჩაისა და ლურჯი მოცვის დახმარებით

2011-05-10 13:13:47+04:00

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონაში დაკლება შავი ჩაის რეგულარული გამოყენებით შეიძლება. შავი ჩაი მოხდენილ გარეგნობას დაგიბრუნებთ, მთავარია, მას რძე არ დაუმატოთ. როგორც აღმოჩნდა, რძე შავ ჩაის მთლიანად უკარგავს სასარგებლო თვისებებს.

შავი ჩაი შეიცავს თეაფლავინსა და თეარუბიგინს, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების მიერ ცხიმების შეწოვის პროცესს. რძეში შემავალი პროტეინები კი, პირიქით, ანეიტრალებენ შავი ჩაის თვისებას, ხელი შეუშალოს კილოგრამების მატებას.

ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ იაპონელი მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ჩაის ახალი ჯიშები, რომლებშიც ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით იქნება თეაფლავინი და თეარუბიგინი.

ამერიკელმა მეცნიერებმა კი გამოიკვლიეს, რომელი კენკრა ახდენს ყველაზე მეტ გავლენას ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობაზე. ასე რომ, მათ დაასახელეს მცენარე, რომელსაც "უნივერსალური ცხიმების დამწველის" სტატუსი მიანიჭეს.

მოკლედ, თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ ლურჯი მოცვი. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ეს კენკრა არა მარტო ხელს უშლის ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას, არამედ ამცირებს უკვე არსებულსაც. ასე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში ლურჯი მოცვის ყოველდღიურად გამოყენება ცხიმოვანი უჯრედებს.

ჟურნალი "რეიტინგი"