"ცილისწამებას ჰქონდა ადგილი, ქალბატონ ნატალიას პასუხს მოვთხოვ, სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი დედამთილის ჩვენებაზე - Marao

"ცილისწამებას ჰქონდა ადგილი, ქალბატონ ნატალიას პასუხს მოვთხოვ, სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი დედამთილის ჩვენებაზე

2022-10-06 11:10:23+04:00


ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ჩვენების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სარჩელის მომზადებას აპირებს:

„2 წელია, დაცვის მხარე დანაშაულს არ აღიარებს. მე სხვა მოლოდინი არ მქონია, რადგან დაცვის მხარის პოზიცია 2 წელია ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად, სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, რაც ხდებოდა – ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება და ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან კვლავ გრძელდება.

მეც მაქვს ტელეფონში ნატალია ნაჭყებიასთან მინაწერები. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხიც. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.

სამწუხაროდ, ეს მინაწერები, არ მეცნო. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. კიდევ ერთხელ გავმეორდები, სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ, რომ მათ ეს პოზიცია აქვთ, ორი წელია, ბრალს არ აღიარებენ“ - თქვა მან.

ჩვენების მიცემისას ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ ყოფილ რძალთან ურთიერთობა გაიხსენა:

"ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.

პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია. ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა.

პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა. ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია. ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო" - აღნიშნა მან.