"მუცელს სწორედ ეს აქრობს" - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევა მუცლის გარშემო ცხიმის გასაქრობად - Marao

"მუცელს სწორედ ეს აქრობს" - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევა მუცლის გარშემო ცხიმის გასაქრობად

2022-10-07 11:06:17+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს გამომწერებს ხშირად აძლევს. ამჯერად ის ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას პასუხობს და წერს, თუ როგორ შეიძლება მუცლის გარშემო ცხიმის მოშორება:

"აღარ ჭამო იმ სტილში, როგორშიც მიჩვეული ხარ. შეცვალე საკვებისადმი დამოკიდებულება. იკვებე ენერგიისთვის და არა ნაყროვანებისთვის. დღის განმავლობაში ჭამე მხოლოდ 6-საათიან ინტერვალში. მუცელს სწორი კვება და ინტერვალური შიმშილი აქრობს", - წერს პაიჭაძე სოციალურ ქსელში.