სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობი და ექიმი ოთარ ტატიშვილი საზოგადოებამ ძალიან ადრე, ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე გაიცნო და შეიყვარა. ის ტელეეკრანებზე ახლაც ხშირად ჩანს და მაყურებელს ერთ-ერთი დილის გადაცემიდან ყოველ დღე ესალმება.
ოთარის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძეა, რომელსაც მსახიობი წლების წინ დაშორდა. ეკას და ოთარს ორი ბიჭი, ზუკა და შოთი ჰყავთ.
ოთარის მეორე მეუღლე სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია. წყვილს გოგონა ჰყავს. როგორც ამბობენ, ნანი ძალიან ჰგავს დედას.
ნანიმ 2016 წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. როგორც ჩანს, ისიც მშობლების კვალს მიჰყვება. უმშვენიერესი გოგონა "ტიკ-ტოკისა" და "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელია და საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს.