მომღერალი ნათია თოდუა დაოჯახდა, მომღერალმა დღეს ჯვარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. ახალგაზრდებს დიდი ხანია, რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ... წყვილმა ქორწილი, კახეთში, "შატო ბუერაში" გადაიხადა.
წვეულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ნათია თოდუა უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს, "ვოისში“ გამარჯვების შემდეგ მისი კარიერა წარმატებით ვითარდება, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს.
წაიკითხეთ სრულად