მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის შვილის, ილიას ვიდეოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:
„ვულოცავ დაბადების დღეს მსოფლიოში ყველზე გიჟ ბავშვს. რა ბედნიერებაა, რომ შენ ჩემი ხარ. ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი საოცარი ილია ხუთი წლისაა. ბედნიერი იყავი“ - წერს რუსკა მაყაშვილი.
