თინა ბოკუჩავას აქტიური პოლიტიკური კარიერა აქვს და ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდებოდა, თუმცა ბოლო დროს გადაცემებსა და საჯარო გამოსვლებში მონაწილეობისგან თავს იკავებდა. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსი ორსულად იყო და სულ რამდენიმე დღის წინ ის ტყუპების დედა გახდა. ამის შესახებ თინამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა. Welcome to the world Luka & Sandro" - წერს თინა ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავა კონსტანტინე იოსელიანზე დაქორწინებული. წყვილს 2015 წელს ვაჟი, ნიკო შეეძინათ.