გიორგი ლორია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადი მეკარეა. მას არაერთხელ გაუხარებია მაყურებლის გული და უამრავი გულშემატკივარიც ჰყავს.
სპორტსმენმა საკუთარი ცხოვრებისა და წარსულის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა:
„საერთოდ არ მიყვარს ჩემი ბავშვობა. არ მახსენდება კარგად და იმიტომ. წარმოიდგინე, არ იცი ზუსტად, სად არიან შენი დედა და მამა. გაჭირვების გამო დამტოვეს. ჩემთვის მამაჩემი იყო ღმერთი, ყველაზე მეტად მაკლია. ზოგს ყველაფერი ადვილად მოსდიოდა და მე ათჯერ, ოცჯერ მეტი უნდა მეწვალა” - თქვა მან.