რომელი ფერი შეგეფერებათ, თუ ჟურნალისტიკით ხართ დაკავებული? - ფერი და სამუშაო განწყობა - Marao

რომელი ფერი შეგეფერებათ, თუ ჟურნალისტიკით ხართ დაკავებული? - ფერი და სამუშაო განწყობა

2012-11-06 11:09:36+04:00

ფერს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი აზროვნებისა და შრომისუნარიანობისთვის. ამიტომაც კაბინეტის ინტერიერში, სამუშაო მაგიდაზე და საოფისო ტანსაცმელშიც კი რეკომენდებულია, ფიგურირებდეს ისეთი ფერი, რომელიც თქვენს პროფესიას შეესაბამება.

მწვანე დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთა სამუშაოც დიდ ყურადღებას მოითხოვს და გამოთვლასა და ფულთან არის დაკავშირებული.

წითელი ეხმარება იმ მუშაკებს, რომლებსაც უწევთ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, რთული ამოცანების ამოხსნა.

ცისფერი - შემოქმედებითი ფერია. ის უნდა აირჩიონ მათ, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია ჟურნალისტიკასთან, მწერლობასთან, მუსიკასა და არქიტექტურასთან.

ნარინჯისფერი ყველაზე მეტად მოწაფეებსა და სტაჟიორებს უხდებათ. ის დაგეხმარებათ, უკეთ აითვისოთ ინფორმაცია, დაძლიოთ სიზარმაცე და მოდუნების სურვილი გაგიქრეთ.

ლურჯი ინტუიციას ავითარებს. ამიტომაც კარგია ხელმძღვანელებისა და ექიმებისთვის.

ასევე, არსებობს ფერები, რომლებიც არ არის რეკომენდებული სამუშაოს შესრულების დროს.

მაგალითად, ყვითელი. ის ადუნებს და ძილიანობას ჰგვრის. ამიტომაც არ შეეფერება სერიოზულ სამუშაოს.

ყავისფერი ფანტავს ყურადღებას.

აი, იისფერი კი არ არის რეკომენდებული ემოციური და ნერვული მუშაკებისთვის.