„ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე“ - გიორგი გასვიანი ძალადობის ფაქტის შესახებ - Marao

„ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე“ - გიორგი გასვიანი ძალადობის ფაქტის შესახებ

2022-10-13 11:03:15+04:00


გიორგი გასვიანი “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ძაღლის გამო გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ ქალბატონს, საჯაროდ ეხმაურება და მძიმე ფაქტის შესახებ წერს:

“ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და თქვენი გვერდი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან...

საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე, 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! არსებობს ვიდეომტკიცებულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით (126) და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!“ - აღნიშნავს გასვიანი.

მოგვიანებით უმძიმესი ფაქტის ამსახველი კადრები ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თავდასხმა მართლაც მოხდა, გიორგი გასვიანის ცოლს კი ამ დროს ხელში ჩვილი უჭირავს.

იხილეთ ვიდეო