გადაცემას „დღის პოსტი“ ბალერინა და მსახიობი მაკა მახარაძე სტუმრობდა, რომელმაც 60 წლის ზემოთ ქალების ცხოვრებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ ადამიანი ასაკს არ უნდა ემალებოდეს.
„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს. გავედი პენსიაზე. გააზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები... სადღაც 34-35 წლისთვის, უკვე ძალა არ გაქვს...
ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაცია გარე სამყაროსგან. ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ...
რაც შეეხება რჩევებს, მე გიჩვენებთ, 70 წელს ზემოთ რა ხდება. 70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე. ყოველთვის მინდოდა, მაგრამ თავიდან ჩვენი თაობა მაინც მიჩვეული იყო იმ აზრს, რომ ეს ციხიდან გამოსულ ადამიანს ჰქონდა. ახლაც არ მომწონს, მთელ სხეულსა და სახეზე რომ აქვთ, მაგრამ ასეთი რამ სულ მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა. და ერთ დღესაც მივხვდი, რომ არ მრცხვენოდა“, – თქვა მაკა მახარაძემ.