40 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად სჭირდებათ კვების განსაკუთრებული, მათზე მორგებული რაციონი. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რომელი ვიტამინების მიღება დაეხმარება მათ ორგანიზმის ჰორმონალურ ცვლილებებთან ადაპტირებაში.
კალციუმი
40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმის დამოკიდებულება გარკვეულ საკვებ ნივთიერებებთან იცვლება. მაგალითად, ქრება რკინის შემცველი პროდუქტების მიღების სურვილი. ასეთ დროს ვიტამინების მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა შეინარჩუნოს სტაბილური ჰორმონალური ბალანსი. ასევე, ეს ხელს შეუწყობს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილებას.
დავიწყოთ კალციუმით. ცნობილია, რომ ორგანიზმში ამ ელემენტის მიღების საჭიროება 20-30 წლიდან დგება, მაგრამ არც 40 წლის შემდეგ მოდუნდეთ, რადგან ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება.
კალციუმით მდიდარი პროდუქტებია: რძე, ბოსტნეული, თევზი, ტოფუ, მინერალებით მდიდარი მარცვლეული და სხვ.
D-E ვიტამინი
D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც 40 წელს გადაცილებული ქალის ორგანიზმს სჭირდება. კალციუმის მსგავსად, იგი ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებასა და ოსტეოპოროზის თავიდან აცილებას. ასევე, აფერხებს რამდენიმე სახის კიბოს განვითარების რისკს, როგორებიცაა: სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეებისა და მსხვილი ნაწლავის. D ვიტამინი აფერხებს გაფანტული სკლეროზის რისკსაც. ვიტამინი შეიძლება მივიღოთ როგორც პრეპარატის, ასევ საკვების სახით, როგორებიცაა: რძე, თევზი (ორაგული, სკუმბრია და ტუნა).
D ვიტამინი სინთეზირდება მზეზე ყოფნისას. ამიტომაც ექიმები გვირჩევენ, ხშირად მივიღოთ მზის აბაზანები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია E ვიტამინი. ის დიდ როლს თამაშობს გულის დაავადებების პროფილაქტიკასა და დემენციის თავიდან არიდებაში.
E ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: თხილი, არაქისის კარაქი და მზესუმზირა.
მოამზადა თიკო ღაჭავამ