"ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა... განადგურებული ვარ, ვაცნობიერებ ამ ანგელოზის მშობლების ტკივილს" - ნიკო კვარაცხელიას დედა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - Marao

"ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა... განადგურებული ვარ, ვაცნობიერებ ამ ანგელოზის მშობლების ტკივილს" - ნიკო კვარაცხელიას დედა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

2022-10-14 10:29:06+04:00


ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 13 წლის გოგონა გარდაცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ეხმაურება:

„ვიზიარებ და ვაცნობიერებ ამ ანგელოზის მშობლების ტკივილს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენს ქვეყანას, განადგურებული ვარ. ზეცას კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა. ნათელი მარიტას უდანაშაულო სულს" - წერს იზა ომაძე.