"10 წუთით ადრე, სანამ დაგვტოვებდა... იმედი მაქვს, ახლა უკეთეს ადგილას ხარ... სამუდამოდ მეყვარები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვაკის პარკში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი - Marao

"10 წუთით ადრე, სანამ დაგვტოვებდა... იმედი მაქვს, ახლა უკეთეს ადგილას ხარ... სამუდამოდ მეყვარები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვაკის პარკში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი

2022-10-14 10:38:11+04:00


13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა. შადრევანში ბურთის გამოსატანად ჩასული 3 მოზარდიდან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, ელექტროშოკის მიღების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ორი მათგანი მძიმედ დაშავდა. მძიმე ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა, მწუხარება და თანაგრძნობა სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გამოხატა.

ვიდეო გამოაქვეყნა გარდაცვლილი გოგონას მეგობარმაც. როგორც ის წერს, კადრები ტრაგედიამდე 10 წუთით ადრეა გადაღებული: "იმედი მაქვს, ახლა უკეთეს ადგილას ხარ... სამუდამოდ მეყვარები. ეს კადრები 10 წუთით ადრეა გადაღებული, სანამ დაგვტოვებდა" - წერს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი.