"გუშინ თვალწინ დაგკარგე... სამეგობროს და ოჯახის გმირი - მატუ" - ვაკის პარკში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"გუშინ თვალწინ დაგკარგე... სამეგობროს და ოჯახის გმირი - მატუ" - ვაკის პარკში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ფოტოებს აქვეყნებს

2022-10-14 13:53:53+04:00


13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა. შადრევანში ბურთის გამოსატანად ჩასული 3 მოზარდიდან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, ელექტროშოკის მიღების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ორი მათგანი მძიმედ დაშავდა. მძიმე ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა, მწუხარება და თანაგრძნობა სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გამოხატა.

ფოტოები გამოაქვეყნა გარდაცვლილი გოგონას მეგობარმაც:

"გუშინ თვალწინ დაგკარგე. ნათელში ამყოფოს სამეგობროს და ოჯახის გმირი მატუ. საკმაოდ მძიმე ფაქტია, რომ გუშინ გავიგე, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვეღარასდროს ვნახავდი" - წერს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი.