დღეს ჩვეულებრივ სამსახურშია, თუმცა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი ცხოვრება შეცვალა. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შადრევანში ბავშვების საშველად შესული "ეკოსერვის ჯგუფის" (აწარმოებს დედაქალაქის გამწვანების სამუშაოებს) თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი ჩვენი დროის გმირია. წყლიდან ორი ბავშვის გამოყვანა შეძლო. ძალიან განიცდის, მესამის - მარიტას გადარჩენა რომ ვერ მოახერხა... "ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი. ახლაც მეტირება, რომ მახსენდება“ - გვეუბნება ვაკის პარკის მთავარი მებაღე. კამერებთან მაქსიმალურად იკავებს თავს, მაგრამ ჩვენთან საუბრისას ემოციებს ვეღარ გაუძლო და ატირდა.
დევი მეზურნიშვილი:
"შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივედი, ბავშვები უგონო მდგომარეობაში აუზში ჩაძირულები რომ იყვნენ. ყვირილის ხმა გავიგე, ხალხი შველას ითხოვდა, ჩქარა, ბავშვები ვერ გამოდიან წყლიდანო. ზოგი ყვიროდა, - ბავშვები დაიხოცნენო. გამოვიქეცი, ხალხი იყო შეკრებილი, ვერავინ ბედავდა ჩასვლას. ეგრევე ჩავხტი წყალში, რას წარმოვიდგენდი, დენის ამბავი თუ იყო. მერე კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე... რაც უფრო ახლოს მივდიოდი, დენის დარტყმა უფრო ძლიერდებოდა. მაინც შევძელი დენის ატანა და ორი ბავშვის გამოყვანა. მაინც გავრისკე, აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო...გაგრძელება