"ჩვენი ქორწინების 9 წლის იუბილე" - ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ჩვენი ქორწინების 9 წლის იუბილე" - ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

2022-10-15 11:38:34+04:00


ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

წყვილი ქორწინების 9 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ლელამ რომანტიკული კადრების საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.