მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ანა ახალ ოჯახურ ფოტოებს ხშირად დებს და გამომწერებს სიახლეებით ანებივრებს. მოდელს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. ევა ანას გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გოგონას დიდი ცისფერი თვალები და ზღაპრული გარეგნობა აქვს.
ამჯერად ანა ახვლედიანი ფოტოებს ევას დაბადების დღიდან აქვეყნებს, გოგონა 4 წლის გახდა. მისმა ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. 
