თუკი ოსკაროსანი მსახიობი, ჯულია რობერტსი ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს, მისი დავიწყება, ალბათ, შეუძლებელია. საფირმო ღიმილი, მომაჯადოებელი თვალები და განსაკუთრებული შარმი ეკრანს მიღმაც არაერთ ადამიანს უტოვებს წარუშლელ ემოციებს. ჯულიამ კარიერა 1987 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას ტიტულოვანი რეჟისორების პროექტებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტს მსოფლიოს გარშემო არაერთი გულშემატკივარი ჰყავს, მისთვის ოჯახი და პირადი ცხოვრება მაინც ტაბუდადებული თემა იყო. მან CBS-ის ეთერში პირველად ისაუბრა მეუღლისა და შვილების შესახებ და აღნიშნა, რომ დენიელ მოდერთან გატარებული წლებით და შვილებით, რომლებიც მათ საერთო ქორწინებიდან ჰყავთ, თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. ,,ჩვენ დღემდე გაქვს ტრადიცია, ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს ვწერთ. მინდა ოდესმე ეს ჩემს გოგონას ვანახვო და ვუთხრა, აი როგორი მამაკაცი მემეტება შენთვის. ოჯახური ცხოვრება არ არის ყოველთვის იდეალური, მაგრამ მას ჩემთვის უდიდესი სიხარული მოაქვს, რასაც ვერაფერს შევადარებ. ცხოვრების წლები, რომელსაც ქმართან და ჩვენს შვილებთან ვატარებ, საუკეთესო რამაა, რაც გადამხდენია“ – თქვა მსახიობმა.