იოგათი დავიწყეთ... იოგა ზოგს რელიგიური მიმდინარეობა ჰგონია, არადა ფილოფოსიაა. ახლა კი უკვე "მოდურიც", იოგაზე თიკოს გარკვეული წარმოდგენა და გამოცდილებაც ჰქონია...
თიკომ ისეთი იოგას პოზები გააკეთა, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება იოგათი გატაცებული ეგონებოდა, რაც მთავარია, უხდებაა... ხომ ვთქვი))).
მოკლედ, ექსპერიმენტის პირველივე დღეს მივხვდი, რომ უკვე ექსპერიმენტი შედგა, იმიტომ, რომ თიკომ გადაწყვიტა იოგაზე სიარული. მეც შემომთავაზა, ერთად ვიაროთო. ოღონდ ყველაზე მთავარი ის არის, ვარჯიშივით ხომ არ მოექცევა იოგას. ვარჯიშს სულ აცდენს... არა მგონია, აშკარად აღფრთოვანებულია.
აღმოსავლეთი ჩემთვის, პირველ რიგში, არომატებს უკავშირდება. შემდეგ მახსენდება იოგა, სამზარეულო, მასაჟი, აკუპუნქტურა, ნარგილე, გეიშები, ტაილანდი და ჩემთვის საოცნებო კუნძული - ბალი.ამ რუბრიკას ხომ აღმოსავლეთი მიესადაგება.
დიდხანს ვფიქრობდი, ვისთვის ჩამეტარებინა აღმოსავლური ანტიდეპრესანტი, ცხადია, მოიაზრებოდა ადამიანი, რომელსაც დატვირთული გრაფიკი ექნებოდა. "გაგიკვირდებათ" და, ბევრ კანდიდატურას შორის, თიკო სადუნიშვილი შევარჩიე - არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, არც იმიტომ, რომ მართლა ყველაფერი უხდება))), თიკოს არომატებისადმი დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილია და ალბათ ასოციაციურად (რადგან ჩემთვის აღმოსავლეთი ნელსურნელებასთან ასოცირდებოდა) თიკოსკენ გადავიხარე)).
თიკოსთან ყოველთვის ძალზე კომფორტულად ვმუშაობ: ჯერ ერთი, ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მეორე, უყვარს ექსპერიმენტები...
მოკლედ, აღმოსავლური ანტიდეპრესანტი თიკო სადუნიშვილთან - ამ პროექტის ფოტოგრაფობა კი თი სქუირელს ვთხოვე, რომელიც ვიცი, რომ ზოგადად სუბკულტურებით არის დაინტერესებული და აღმოსავლეთიც ახლოა მასთან. ტანდემი მომეწონა...
ჩვენი ექსპერიმენტის მეორე ობიექტი აზიური რესტორანია. ლოგიკიკურად - ჩინურ ან იაპონურ, ან ტაილანდურ რესტორანში უნდა წავსულიყავით, მაგრამ აზიური რესტორანი "სეიდაბადი" ვარჩიე, რომელიც ახალი გახსნილია და ვიფიქრე, აზიური სამზარეულოების მიქსი უფრო ორიგინალური იქნებოდა.
მოკლედ, თიკო "სეიდაბადში" წავიყვანე. თიკო ტაილანდური და ჩინური სამზარეულოს ტრფიალია და ძალიან მინდა, რომ შეთავაზებული კერძები მოგვეწონოს.
გემრიელი აღმოჩნდა დუმიატი და სხვადასხვა საფირმო კერძი... მაგრამ სეიდაბადურმა ლიმონათმა შერბეთმა მართლა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... ათასნაირი ხილისგან გაკეთებული ლიმონათი დღის "ტრენდი" იყო...
მესამე ეტაპი კი მასაჟი... აღმოსავლეთი და მასაჟი ხომ თითქმის განუყრელია... თიკომ მითხრა, რომ ეგვიპტეში მასაჟს ყოველდღე იკეთებდა და გიჟდება მასაჟზე. პირველად გამახსენდა "რადისონის" ანე სიმონეს სპა, სადაც აღმოსავლურ მასაჟს აკეთებენ ვულკანური წარმოშობის ქვებით. შედეგი მიღწეულია, თიკო ნირვანაშია...
ვის გაუგია აღმოსავლური რელაქსაცია ნარგილესა და ჩაის გარეშე...
ვიკითხე, სად იყო ყველაზე საუკეთესო ჩილიმ ბარი... მითხრეს, რომ "მარაკეშში" საუკეთესო ჩილიმს და ჩაის შემომთავაზებდნენ.
მოკლედ, "მარაკეშში" წავედით. თიკოს ვთხოვე, შესაბამისად, აღმოსავლურად ჩაეცვა. გამაოცა, ულამაზესი კაბით და რაც მთავარია ინდური ("ბინდით") მიკრული გამომეცხადა...
"მარაკეში" მაროკოული ჩილიმბარია, სახელწოდებაც შესაბამისად მაროკოს ცნობილი ბაზრის პატივსაცემი აქვს. ჩაიც მაროკოული შემოგვთავაზეს - კლასიკური... პიტნით და დარიჩინით. შემდეგ ჩილიმის... დროც დადგა. თიკომ "უდიდესი" პროფესიონალიზმით მოსწია ტროპიკული ხილის არომატიანი ნარგილე...
და აზიური ტკბილეულის გარეშე ხომ აღმოსავლეთის თემა ვერ შედგებოდა... თან ვაგემოვნებდით და თან ვსაუბრობდით არომატებზე, თიკო თბილისში, არომატების ერთ-ერთ ექსპერტად მიმაჩნია. გავიხსენეთ ინგრედიენტები, რომლის გარეშეც სუნამოები ვერ შეიქმნებოდა და ძირითადად აღმოსავლური წარმომავლობის იყო.
გავიხსენეთ შანელიც, რომელიც დიდხანს ეძებდა ერთ-ერთ ინგრედიენტს, რომლითაც #5-ის ბუკეტი უნდა დაეგვირგვინებინა. შანელი #5 და ქალაქი გრასი ჩემი სუსტი წერტილია.
ერთი სიტყვით, აღმოსავლური ექსპერიმენტი შედგა, თიკომ რელაქსაცია განიცადა და თქვა, რომ ეს საუკეთესო ანტიდეპრესანტი იყო მის ცხოვრებაში. მადლობას კი, რომელიც მან "ბომონდს", მე და თის გადაგვიხადა, აღარ დავწერ))), მეც კმაყოფილი ვარ და შემდეგ ანტიდეპრესანტზე ვიწყებ ფიქრს.
ჟურნალი "ბომონდი"
თეა აგლაძე