ჰოლივუდის ,,ოქროს ხანის" 9 სკანდალი, რომელთა შესახებ დღეს აღარ ლაპარაკობენ - Marao

ჰოლივუდის ,,ოქროს ხანის" 9 სკანდალი, რომელთა შესახებ დღეს აღარ ლაპარაკობენ

2022-10-17 11:38:42+04:00


სკანდალები ჰოლივუდში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები ახლებს ამაშიც აჯობებდნენ!

  • ოლივ ტომასის გარდაცვალება სიფილისის წამლის გამო
ოლივ ტომასი მუნჯი კინოს აღიარებული ლამაზმანი მსახიობი იყო, ჯეკ პიკფორდის ცოლი. ჯეკი ცოლს გამუდმებით ღალატობდა, რასაც დიდად არც მალავდა, პარალელურად კი სიფილისისს მკურნალობდა. ერთ დღესაც ოლივმა ვეღარ აიტანა ქმრის ღალატი და ჯეკისთვის ექიმის მიერ გამოწერილი ვერცხლისწყლის დიქლორიდი დალია, რომლითაც ის სიფილისს მკურნალობდა. 5 დღის შემდეგ ქალი მოწამვლისგან გარდაიცვალა.

  • ყველასთვის საყვარელმა ჩარლი ჩაპლინმა ოთხჯერ იქორწინა არასრულწლოვანზე
დიდი ჩარლი ჩაპლინი ოთხჯერ გახლდათ დაქორწინებული, მათგან 3 კი იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო. პირველად 29 წლის ჩაპლინი 16 წლის მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, მეორედ 35 წლისამ მოიყვანა ცოლად ასევე 16 წლის ლიტა გრეი, მეოთხე ცოლი კი 45 წლისამ მოიყვანა, ამჯერად 18 წლის უნა ო'ნილი.

  • ლორეტა იანგმა ღვიძლი შვილი აყვანილ შვილად გაასაღა
ლამაზმანმა ლორეტა იანგმა რომანი გააჩაღა იმ დროისთვის დაქორწინებულ კლარკ გეიბლთან, რაც დიდ სკანდალში გახვევდა. იმისათვის, რომ კარიერა არ დაენგრია, ქალმა განაცხადა, რომ ინგლისში მიემგზავრებოდა დასასვენებლად, გრძელი “არდადაგების" პერიოდში კი შვილიც გააჩინა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა. რაც შეეძლო სწრაფად დაიბრუნა ფორმა და ჰოლივუდში დაბრუნდა, 19 თვის შემდეგ კი მთელი პომპეზურობით იშვილა საკუთარი ღვიძლი შვილი და განაცხადა, რომ რთული იქნებოდა მისთვის მარტოხელა დედობა, მაგრამ უფალი არასოდეს მიატოვებდა. მთელი ეს აფიორა ცნობილი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი.

  • როსკო არბაკლის განადგურებული კარიერა
გსმენიათ ოდესმე მსახიობ როსკო არბაკლის შესახებ? არა? მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ის, ალბათ, უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ჩაპლინი. მაგრამ მისი კარიერა სკანდალმა გაანადგურა - თანაც უსამართლომ. 1921 წელს, არბაკლის მიერ გამართული წვეულების შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი ვირჯინია რაპი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. პრესა მაშინვე თავს დაესხა როსკოს და დაადანაშაულა გოგონას გაუპატიურებაში. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ სასამართლომ როსკო უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ცილისწამებამ თავისი საქმე გააკეთა: როსკო აღარ ჩანდა ეკრანზე. გამოდის, რომ ჰოლივუდის ყველა სკანდალი არ ხდება მისი მონაწილეებისთვის უფასო რეკლამა.

წაიკითხეთ სრულად