მსახიობისა და სტილის ხატის, ოდრი ჰეპბერნის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში არ ცხრება და ლონდონის პორტრეტების ეროვნულმა გალერეამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, ფართომასშტაბიანი გამოფენა მოეწყო, რომელიც ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებას მიეძღვნა. ოდრის ორმა ვაჟმა გალერეას გამოფენისთვის შესწირა 35 იშვიათი ფოტოსურათი, რომელთაგან ბევრი იქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა.

ერთ-ერთ ფოტოზე 13 წლის ოდრია აღბეჭდილი, ბალერინას ფორმაში, რაც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული უყურებდნენ კადრებს, თუმცა ჰეპბერნის უმცროსი ვაჟი ლუკა დოტი ამბობდა, რომ დედამისი გარეგნობის გამო მთელი ცხოვრება კომპლექსებს ებრძოდა და არ ესმოდა, რატომ თვლიდნენ მას ქალურობის სტანდარტად.
დაათვალიერეთ ფოტოები