ლელა წურწუმიასა და კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურები არიან და ხშირად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს. ლელას გადაცემაში სტუმრობისას მათ პირად საკითხებზე ისაუბრეს. როგორც გაირკვა, ურთიერთობის დასაწყისში კახი მეუღლეზე ეჭვიანობდა: „ან დაწყნარდები, ან კარგად იყავიო, ასე მითხრა. გულწრფელად რომ ვისაუბროთ, ასეა. ვაღიარებ, რომ ვეჭვიანობდი, მაგრამ იძულებული გავხდი, ჩემი გრძნობები მეკონტროლებინა“ - თქვა მან.

ამჯერად წყვილი ქორწინების 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლელა წურწუმიამ მეუღლეს ეს თარიღი სცენიდან მოულოდნელად მიულოცა.
იხილეთ ვიდეო