ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet-ის ("სხვისი შვილის“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია.
სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ.
ნანა სტამბოლიშვილმა მთავარი გმირი, ცნობილი თურქი მსახიობი სილა თურქოღლუ შეცვალა. მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა.
ამჯერად ნანა სტამბოლიშვილი კადრებს გადასაღები მოედნიდან აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მსახიობს, იუსუფს, ქართულს ასწავლის.
