ბექა ხოფერიას ახალი რჩეული და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება - Marao

ბექა ხოფერიას სამი ქორწინება და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება

2022-10-19 10:45:28+04:00

დღეს უკვე ბიზნესმენი ბექა ხოფერია წლების წინ საზოგადოებამ ჯერ როგორც პოლიტიკოს ხათუნას ხოფერიას ვაჟი, მოგვიანებით კი როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე, ისე გაიცნო. თიკა და ბექა ჯერ კიდევ საერთო შვილის, ნინას დაბადებამდე დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ამბავი წლების განმავლობაში ყვითელი პრესისა და გადაცემების საყვარელი თემა იყო...

რამდენიმე წელში ბექა ხოფერია მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული ინა ოსიპოვა გახდა. ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. მაშინ ბექა ამბობდა, რომ იპოვა ის ადამიანი, ვისაც ეძებდა. ინას და ბექას ორი გოგონა შეეძინათ, თუმცა მედიაში ორი წლის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს ისინიც დაშორდნენ.

მაშინ თიკა ჯამბურიას "ინსტაგრამზე" გამომწერებმა კითხვები სწორედ ყოფილი ქმრის განქორწინებაზე დაუსვეს, რაც თიკამაც დაადასტურა.

წაიკითხეთ სრულად