ტელეწამყვანი ანი გიუნტერი თავისი ბედნიერი არდადეგების ფოტოებით, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთში გაატარა, სოციალური ქსელის საშუალებით, მეგობრებს და გულშემატკივრებს უხვად ანებივრებდა. უამრავი თბილი კომენტარი და კომპლიმენტიც მიიღო. კომპლიმენტებს ის არასდროს უჩიოდა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი ეუბნება, რომ ახლა გამორჩეულად კარგ ფორმაშია. თუ რა არის ამის მიზეზი, როგორ მიაღწია ამას და რისი დაძლევა შეძლო, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უყვება.
- მშვენიერ ფორმაში ხარ... არ გაგვანდობ ამ ყველაფრის საიდუმლოს?
- როცა კარგად გრძნობდა ვინმე თავს, მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ ხოლმე - ფუი, ფუი, თვალი არ მეცეს, ღმერთო, კარგად ვარ და რამე ცუდი არ გამაგებინოო. ჩემს შემთხვევაში ასეა - როცა კარგად ვარ, უნდა სამყაროს ვკითხო, როგორ შეიძლება, უკეთესად ვიყო?! პასუხი თავისით მოდის და მოდის სიურპრიზებიც... რაც მთავარია, არ უნდა დაიძაბო... ბევრი მეუბნება - გახდი, თვალები სხვანაირად გიციმციმებსო. პასუხი მარტივია, ბრაზი, წყენა, უაზრობაზე ნერვიულობა ადამიანს ზედმეტ ემოციებს მატებს, რაც როგორც სახეზე, ისე კანზე აისახება... გაგიკვირდებათ და ვიღაცები ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი და მასთან ერთად წონაც წავიდა, ანუ ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო. აქ პირად ცხოვრებას არ ვგულისხმობ. გავუშვი-მეთქი, რომ ვამბობ, ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობარი, რომელთანაც მუდმივად მიწევს კონტაქტი...
- რატომ?
- მეგობართან ასეთი ურთიერთობა მისაღებია, მაგრამ ყოველდღე ამ შეხვედრით, სიტყვაზე, შეიძლება ნერვები გეშლება... ამ ყველაფერს შენი ტვინიდან რომ გაუშვებ და გამიჯნავ, ყველაფერი სხვანაირადაა. ვისწავლე ზედმეტი ადამიანების და ემოციების მოშორება და ფორმულაც, საიდუმლოც ეს არის.
წაიკითხეთ სრულად