ყველასთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:
„ჩემი მეუღლე საუკეთესო ადამიანია. მართალია, მუსიკოსი არ არის და პროფესიულად არ შეუძლია შეაფასოს ჩემი ნაშრომი, მაგრამ იმდენად კარგად გამიგო, ისე შემიწყო ხელი, ისე ისწავლა მუსიკოსის გვერდით ცხოვრების ავ-კარგი, რომ მისი სიყვარული შეუფასებელია…
სულ რამდენიმე წლის წინ ჩავაბარე იტალიაში, მაგისტრატურაში, რომელიც დავამთავრე. დღეს კი დოქტორანტურაში ვსწავლობ თბილისში. არ შევუფერხებივარ იმას, რომ სტუდენტის ასაკი არ მქონდა. გოგონები იცინოდნენ, დედა, რა დროს შენი სტუდენტობააო. რატომაც არა?! სწავლის დრო ყოველთვის არის!..“ - ამბობს ლილიკო ნემსაძე.
