ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნინო ჟვანია, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობის პერიოდს იხსენებს. ჟვანია ჰყვება, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ოჯახებით გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ...
ნინო ჟვანია:
"სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ზურას მეშვეობით მოხვდა პარლამენტში. ზურა ყველა ნიჭიერ ადამიანთან საუბრობდა. ყველა პოტენციურად საინტერესო სუბიექტი უნდოდა, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში. მიშაც ასე მოხვდა პარლამენტში...
ვმეგობრობდით კიდეც. მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, წყნეთში იყო სინათლე. სანდრა და ედუარდი დიდი პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომ შეგვემსუბუქებინა მათთვისაც ცხოვრება...გაგრძელება