5 ფარული ნიშანი, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს - Marao

5 ფარული ნიშანი, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს

2022-10-20 14:18:42+04:00


ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობაში თქვენც და თქვენი პარტნიორიც გრძნობთ თავს კმაყოფილად, თავდაჯერებულად, გულწრფელები ხართ ერთმანეთთან და, რაც მთავარია, შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ. თუ თავს სხვაგვარად გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი მომავალი ეჭვის ქვეშაა. ასეთ დროს აუცილებლივ უნდა იმოქმედოთ, რათა არ გაანადგუროთ არც საკუთარი თავი და არც - ურთიერთობა.

ქვემოთ მოცემულია 5 ნიშანი, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ურთიერთობა გადახედვას საჭიროებს:

  • თავს არ გრძნობთ ბედნიერად
თუ შეამჩნევთ, რომ საყვარელი ადამიანი ავლენს ქრონიკულ აპათიას ან გულგრილობას, მას შეიძლება სურდეს თავისუფლება. თუ ის აღარ გამოთქვამს საკუთარ აზრს, აღარ გთავაზობთ სიახლეებს და ყველაფერზე გეთანხმებათ, ნიშნავს, რომ მისთვის ეს ურთიერთობა სულ ერთია და თავის დაღწევა სურს. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ არის და ნუ გადადებთ საკუთარ თავს მის გამო! ამას სჯობს, მეტი ისაუბროთ გულწრფელად, ეძებეთ პრობლემის სათავე და ეცადეთ, მაქსიმალურად გაუგოთ ერთმანეთსვე.

  • ის გაკონტროლებთ
თუ მეგობრებთან შესახვედრად ან ოჯახთან ერთად სადილზე გასასვლელად დაგჭირდებათ ნებართვის თხოვნა, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ თქვენმა პარტნიორმა დაიკავა კონტროლიორის პოზიცია. მან შეიძლება გამოიყენოს შანტაჟის ტექნიკაც კი, რათა თქვენ აკეთოთ ის, რაც მას სურს, ან თუნდაც იმუქრებოდეს ურთიერთობის გაწყვეტით. ეს ქცევა, როგორც წესი, არის ეჭვიანობის პროექცია, ყველაზე ხშირად უსაფუძვლო, უბრალოდ იმის გამო, რომ ის დატკბეს ძალაუფლებით, რაც, პარადოქსულად, საბოლოოდ გაანადგურებს თქვენს შორის ინტიმურ ურთიერთობას.

თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის ასე იქცევა, რადგან ძალიან ზრუნავს თქვენზე, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებით, რომ ასეთი საქციელი ეგოისტურია. ისევ ისაუბრეთ. თეორიულად, მოსიყვარულე მამაკაცს შეუძლია აღიაროს, რომ ასეთი ქცევა შეუსაბამოა და უნდა გენდობოდეთ და პატივი სცეს თქვენს პირად საზღვრებს. თუ ასეა, არსებობს უფრო ჯანსაღი ურთიერთობის იმედი.

  • ის გაკრიტიკებთ და დაგცინით
თუ თქვენს რჩეულთან საუბრისას თავს არასრულფასოვნად გრძნობთ, დროა ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ გესაუბრებათ ის ან როგორ საუბრობს თქვენ შესახებ. თუ აღმოაჩენთ, რომ ის გამუდმებით გაკრიტიკებთ, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ არ გაფასებთ.

როდესაც საყვარელი ადამიანი უცნაურად საუბრობს თქვენზე და თქვენს საქციელზე, ეს იწვევს სირცხვილის და არა დანაშაულის გრძნობას, რაც ბევრად უარესია. განსხვავების საილუსტრაციოდ, დანაშაული არის "მე რაღაც ცუდი გავაკეთე" და სირცხვილი ნიშნავს "მე ზოგადად ცუდად ვარ". ზოგჯერ საქმე ყვირილამდე და შეურაცხყოფამდეც კი მიდის. ადამიანი კი ამ გზას მაშინ მიმართავს, როცა თავად გრძნობს თავს არასრულყოფილად და ასეთი ქცევით უპირატესობის მოპოვება სურს. როცა პარტნიორი არ აფასებს შენს გრძნობებს, მზრუნველი ადამიანის, მეგობრის, ოჯახის წევრის ან უბრალოდ ნაცნობის მხარდაჭერა დაგეხმარებათ.

  • ის ყოველთვის უკმაყოფილოა
თუ ამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორი ინერტულია, მუდმივად უკმაყოფილოა, თქვენს თხოვნას უხალისოდ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ მათ უჭირთ გახსნილობა და გულახდილობა, ჩვეულებრივ, სხვების იმედის გაცრუების შიშია – და ეს თვისება, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მოდის. ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ თუ უარს იტყვიან, მაშინვე ჩაალაგებთ და წახვალთ. ამ ქცევას მიჩვეულმა ადამიანებმა არ იციან, როგორ გამოხატონ თავიანთი გრძნობები. მათ სჯერათ, რომ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მათი აზრები და გამოიცნოთ, რა არის მათ გონებაში. გამოსავალი ასეთ დროს ერთია, უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა რესურსი, გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს და საკუთარ თავზე აიღოთ ურთიერთობის გამოსწორება.

  • ის ხშირად იხსენებს წარსულ წყენებს
თუ ის ისევ იხსენებს მტკივნეულ წარსულს, რომელიც, როგორც თქვენ იმედოვნებდით, უკვე უკან დარჩა, ნიშნავს, რომ მას უჭირს წარსულის დავიწყება,. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არასოდეს გაპატიებთ. რეალური ურთიერთობები ძლიერია არამხოლოდ სასიამოვნო მომენტების გამო, არამედ იმის გამოც, რაც ერთად გადაიტანეთ. გამოსავალი ასეთ დროს გულწრფელი საუბარი ან ცხოვრების ცალ-ცალკე გაგრძელებაა.