ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა - ჩოგბურთელი ამბობს, რომ უდანაშაულოა - Marao

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა - ჩოგბურთელი ამბობს, რომ უდანაშაულოა

2022-10-21 11:56:22+04:00


ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ უდანაშაულოა და ამ 2-წლიანი დავის დროს მისთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის ინტერესები დაირღვა:

„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები დახურული უნდა ყოფილიყო, რომ დაცული ყოფილიყო ჩემი შვილის ინტერესები. სამართალმა, რა თქმა უნდა, უნდა იზეიმოს“ - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი. მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.