"პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს შვილთან გაციებული ურთიერთობის დათბობაა... ძალიან ბედნიერი ვარ" - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა - Marao

"პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს შვილთან გაციებული ურთიერთობის დათბობაა... ძალიან ბედნიერი ვარ" - ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა

2022-10-21 20:25:01+04:00


ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა:

"ამდენი ხნის მანძილზე არ მქონია ჩემს შვილთან ურთიერთობა, ბედნიერი ვარ, ახლა დაიწყება ამ გაციებული ურთიერთობის დათბობა. პირველი რასაც გავაკეთებ ეს იქნება. არ მინდა ნეგატიური განცხადებების გაკეთება ისევ ჩემი შვილის, ლუკასის გამო. გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, ამდენმა ცრუ ბრალდებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, ახლა ჩემი პრიორიტეტი ჩემს შვილთან ურთიერთობის აღდგენაა და შემდეგ კარიერული წინსვლა" - თქვა ბასილაშვილმა.