„ქალმა წააგო სასამართლო იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს; ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს შედეგით“ - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული - Marao

„ქალმა წააგო სასამართლო იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს; ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს შედეგით“ - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული

2022-10-24 10:02:49+04:00


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი, კარლოტა ელენა ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას ბასილაშვილის გამართლებასთან დაკავშირებით და "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს.

"როგორც ქალისთვის, ჩემთვის მტკივნეულია იმის ნახვა, რაც პარასკევს გაუკეთეს იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს ის, რაც ვიღაცამ ვითომ განიცადა.

ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიაან სასამართლოს შედეგით, ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ.

ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ყვება.

თუ შენ მოყვები ნამდვილ ამბავს, შენ მოგისმენენ, შენსას გაიგებენ“, - წერს კარლოტა ელენა.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

წაიკითხეთ სრულად