ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ქმარი მეგობარიც იყოს:
„როგორც მეგობრობაში შენს ძმაკაცთან არ გაქვს იერარქია, ისე არ აქვთ იერარქია მეგობრულ ცოლ-ქმარსაც ალბათ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი თავისით დალაგდა და კარგი შემთხვევა ვარ, როგორც აღმოჩნდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა მახსოვს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან – ჩემი მეგობარი ჩემი ქმარიაო. ამით ის თქვა, რომ მას ენდობა. ეს კარგი კი არ არის, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც ცოლებს გაგვაჩნია. იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ქმარი იყოს შენი მეგობარი, არ არსებობს. კარგი ოჯახები წლების განმავლობაში უფრო იკვრებიან, მეგობრობა სიყვარულსა და ვნებას, ამას უფრო აძლიერებს. ურთიერთობა იქნება ეს, ლოგინში თუ სხვაგან, უფრო თავისუფალი, უფრო ბედნიერი და უფრო ლაღი ხდება, როცა მეუღლე შენი მეგობარიცაა…“ - თქვა ნუცა ქავთარაძემ.
