„მეუბნებიან, უბერებელი ხარო; გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს... 45 წლის ადამიანს ბებერი რანაირად უნდა დაუძახო?!“ - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას? - Marao

„მეუბნებიან, უბერებელი ხარო; გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს... 45 წლის ადამიანს ბებერი რანაირად უნდა დაუძახო?!“ - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?

2022-10-26 10:16:52+04:00


28 წელი პოდიუმზე, იმავე ემოციით, განწყობით, როგორც პირველ დღეს, საქმის ისეთივე სიყვარულით და რაც მთავარია, უცვლელ ფორმაში, ალბათ იშვიათია. კრისტი ყიფშიძისთვის მოდელობა მოწოდებაა. ბედნიერია, რომ ამ სფეროში წლების წინ აღმოჩნდა, რაზეც დღეს ამბობს, რომ შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება...

როგორ ინარჩუნებს ფორმას, აქვს თუ არა ამისთვის რაიმე ფორმულა და რას ურჩევს ქალბატონებს, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 4 ნოემბერს 28 წელი მისრულდება, რაც მოდელი ვარ. ყოველ წელს ეს დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობ, განსხვავებული იყოს ხოლმე... ჩემთვის თავისებურად აღვნიშნავ... 1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგოებთან ერთად, - ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“) მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება. რადგან 28 წელი ამ საქმეში ვარ, ე.ი. ეს ჩემი მოწოდებაა და საქმის ძალიან დიდი სიყვარული.

- მოდელები, რომლებიც შენთან ერთად წლების განმავლობაში პოდიუმზე იდგნენ, ამ საქმეს კარგა ხანია ჩამოშორდნენ. რის ხარჯზე ახერხებ ფორმის შენარჩუნებას და ისევ მოდელობას, ამის რაიმე ფორმულა გაქვს?

- არანაირი ფორმულა თუ საიდუმლო არ მაქვს. ალბათ, მაინც გენეტიკაა. ჩემი დაკვირვებით, გენეტიკას მნიშვნელობა აქვს, თუნდაც, როგორ მოგყვება კანის სტრუქტურა. ის, რაც გენეტიკურად გადმომეცა, ჩემი საჩუქარია, მაგრამ რაც უნდა კარგი გენეტიკა იყოს, ამ ყველაფერს მოვლა სჭირდება. რომ გითხრათ, ბევრი შრომა მიწევს-მეთქი, არა. მარტივად არის ყველაფერი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ყველაფერს არ მივირთმევ, ზოგ პროდუქტზე ორგანიზმს აუტანლობაც აქვს. ძირითადად, ჯანსაღად ვიკვებები. მერე ძილს ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას. ასე თუ ისე, თუ სადმე რაიმე საღამოზე არ ვარ, ვცდილობ, სახლშიც რაც გასაკეთებელი მაქვს, დროულად დავასრულო და 11 საათზე წამოვწვე და სხეული დავასვენო. მაგ დროისთვის თუ დაძინებას შევძლებ, მთლად უკეთესი. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. ოღონდ არა ხელოვნურად შექმნილი, ეს ბუნებრივი უნდა იყოს.

წაიკითხეთ სრულად