ირმა სოხაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა. მომღერალმა განმარტა, რომ ურთიერთობაში მთავარი ნდობა და პატივისცემაა, დანარჩენი კი დროს მოაქვს:
„მთავარი არის ურთიერთგაგება, პატივისცემა და კომპრომისი, რაც მოდის წლებთან ერთად. არ გეგონოთ, რომ ეს ასე მოდის ლანგარზე დადებული. რეზო ძალიან რთული ადამიანია, მეც ბავშვობიდან შემდგარი ვიყავი. 48-ე წელია ერთად ვართ და ახლა არ მჭირდება ყველა სიტყვის აწონა. რა აღარ იყო ამ წლების განმავლობაში. ვნება, რა თქმა უნდა, ქრება, უფრო სწორად, ტრანსფორმაციას განიცდის. ვნებას კიდევ უფრო ალამაზებს ნდობა. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ეჭვიანობა არის უფრო მეტად ვნების გამომხატველი. ჩემთვის ეს დამანგრეველია. რეზო საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია, არ უნდოდა პოპულარული ცოლი. ყველაფერი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ალბათ, მეც დავიმსახურე ეს ნდობა. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და მეც ვარ მისი დიდი მეგობარი…“
