გიორგი გასვიანი იუბილეს აღნიშნავს. ტელესახე 36 წლის გახდა. დაბადების დღე მას სოციალურ ქსელში მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმაც მიულოცა:
„დღეს ჩემი ყველაზე თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანის დაბადების დღეა! ჩემს ცხოვრებაში რევოლუცია რომ მოახდინა და დღემდე ასე გრძელდება… მისი დახასიათება უსასრულოდ შემიძლია: ძლიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, უთბილესი და უჭკვიანესია… მიყვარხარ უსასრულოდ, ჩემო ბედნიერებავ. პატარა გალუკას და მარიტას დიდი იმედი ხარ შენ!“, – წერს მარიტა მელიქიშვილი.
