ლაშა ტალახაძემ უმცროსი ქალიშვილი მონათლა. ნიცა ტალახაძე აგვისტოში მოევლინა ქვეყანას. ნათლობის ცერემონიის შემდეგ, ჩემპიონმა, მეუღლე ანი დემურიასთან ერთად სტუმრები მთაწმინდაზე მიიღეს. მესამე შვილის ნათლობა ტალახაძემ გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელსაც ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
მათ შორის იყო ლელა წურწუმია, რომელიც იტალიური არდადეგებიდან გუშინ დაბრუნდა და პირდაპირ ნათლობას ესტუმრა. სტუმრებს შორის ნახავთ გიორგი ასანიძეს, რამაზ ნოზაძეს.
საღამოს დასასრულს, ლაშამ მეუღლესთან და ახლად გაქრისტიანებულ შვილთან ერთად გრანდიოზული ტორტი საზეიმოდ გაჭრა.
"ჩემი მეუღლე - ანა დემურია 2016 წელს გავიცანი ბათუმში, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. ორი მშვენიერი ქალიშვილი გვყავს - მარიამი და ელენე. ანა ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება, მხარში მიდგას და, პარალელურად, ბავშვებს ზრდის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ...“ - ამბობდა ლაშა ტალახაძე.
იხილეთ ფოტოები