მსახიობმა ნანა ბუთხუზმა გადაცემაში „ლელასთან“ პირადი საკითხების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 23 წლის იყო, როცა ნაყოფის მოშორება დასჭირდა:
„ჩემს ცხოვრებაში სისუსტე გამოვამჟღავნე, რომელსაც დღემდე ვერ ვპატიობ და ვერც ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი, იმ გზაზე რომ მივდიოდი, რასაც ნაყოფის მოშორება ჰქვია. შეიძლება ეს ვიღაცისთვის სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის საშინელება იყო. კლინიკამდე სანამ მივიდოდი, ვფიქრობდი: რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. 23 წლის ვიყავი. მოვკალი მთავარი, სიცოცხლე. მე ამის უფლება არ მქონდა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. სულ ვიმართლებდი თავს, რომ ერთი ადამიანი მაინც რომ ყოფილიყო, რომელიც მეტყოდა, არ გინდა, არ გააკეთოო, მე ამას არ ვიზამდი. ჩემს ნახევარს ამის გაკეთება არ უნდოდა. ამით ჩემივე თავი მოვკალი“ - თქვა ნანა ბუთხუზმა.
