ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 50 წლის გახდა. მისმა იუბილემ სამსახურში სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. ამბობს, რომ დაბადების დღე არასდროს გადაუხდია. ამიტომ არც ეს თარიღი ყოფილა ამ მხრივ გამორჩეული.
- ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 50-მა წელმა. კი, უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ამიტომ, ეს რიცხვი რომ არაფერი არ არის, ამას არ/ვერ დავეთანხმები. რას ნიშნავს ეს? ამდენი წელი ვიცოცხლე, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და არაფერი? დიახ, მე ვარ ის, რაც 50-მა წელმა შეადგინა. რატომაც არა, დიახ, ასეა. ყველაზე ძლიერი გარდატეხაც ახლა მქონდა. 50 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა.
- იუბილემ როგორ ჩაიარა?
- ჩვეულებრივად ვიმუშავე და სამსახურიდან საღამოს 9-ის ნახევარზე გამოვედი. არც არაფერი დამიგეგმავს, სამუშაო დღე უფრო დავგეგმე. რაღაცები გადავიტანე, წინა დღეს არ მეცალა, დიდი ღონისძიება მიმყავდა. არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე დამემთხვია და მინდოდა, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო... რაც თავი მახსოვს, დაბადების დღე არასდროს გადამიხდია და მგონი, ამჯერადაც ჩვეულებისამებრ მოვიქეცი... რა თქმა უნდა, სამსახურის მეგობრებმა, ყველამ მომილოცა. იყო სიურპრიზები, საჩუქრებიც, მაგრამ ეს ლოკალურად იქ, სადაც იმ დღეს ვიყავი. ყველას მადლობა მოლოცვებისთვის, ყურადღებისთვის, საჩუქრებისთვის... კარგი ემოციები იყო...
- მართლაც, ადამიანისთვის ასაკი მისი სიმდიდრეა. ამ წლების ყველაზე დიდ სიმდიდრედ რას მიიჩნევ?
- მადლობელი ვარ, რომ უარის თქმა ვისწავლე იმაზე, რაც არ მინდა, რომ ბევრად ნაკლები ემოციური ვარ, რომ ძირითადი ფასეულობები, რაზეც ვიდექი, არ შემეცვალა, რომ წლებმა ჩემი თავი მეტად შემაყვარა, უკეთესად ვისწავლე დროის სწორად გამოყენება და არა გაფლანგვა.
- ისიც ფაქტია, 50 წლის კვალობაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები. ეს გენეტიკის დამსახურებაა თუ შენი, საგანგებოდ ზრუნავ გარეგნობაზე?
- ცალსახად გენეტიკის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარეგნობაში არაფერი შემიცვლია, იგივე ვარცხნილობა მაქვს, იგივე თმის ფერი, იგივე ჩაცმის სტილი, ჯინსი არ გამიხდია. ამიტომ, მგონია, რომ ეს ჩემი რაღაც სტაბილური იმიჯი ამას ხელს უწყობს, რომ რაღაცნაირად ვინარჩუნებ იმ ეფექტს, რომელსაც ოდესღაც ჩემი დანახვისას ადამიანებზე ვახდენდი. ვინც ყოველდღე არ მიყურებს, შეიძლება, ვერ ამჩნევდეს, რომ რეალურად იმ ნანიკოსა და ამ ნანიკოს შორის დიდი ცვლილებაა. მთლიანობაში კი ეს სტაბილურობა მაინც ამ შეხედულებას მინარჩუნებს, რომ ბევრად ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვიდრე 50 წლის ასაკს შეეფერება.
წაიკითხეთ სრულად