ინგა გრიგოლია, იმის მიუხედავად, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ძალიან ახალგაზრდა გახდა დედა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისტია. ის და მისი ქალიშვილი დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს. მარიამ გრიგოლია, რომელმაც „კავკასიის სამართლის სკოლა“ დაამთავრა და სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, ჰყავს ოჯახი და შვილი, თუმცა კარიერის და პირადის შეთავსებას საკმაოდ კარგად ახერხებს.
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მარიამის ფოტოებს აქვეყნებს და ორსულ შვილს დაბადების დღეს ულოცავს: „თუ მჯეროდეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, 33 წლის გახდა. მალე მაგარი ამბებით გაახარებს დედას“ - წერს ჟურნალისტი.


